უცხოეთი
„პოსტსაბჭოთა ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების განაცხადი, რუსეთის უსაფრთხოებაზე თავდასხმად აღიქმება და მსგავსი გადაწყვეტილებები საომარი მოქმედებებით სრულდება!” - კალაშნიკოვი გვაფრთხილებს...

      საქართველო, 4 ოქტომბერი. საქინფორმი

"პატრიოტთა ალიანსის" ვიზიტი მოსკოვში და რუსეთის დუმის დეპუტატების საქართველოს მიმართ გახმოვანებული მუქარა

პატრიოტთა ალიანსი მეორე დღეა, მოსკოვში შეხვედრებს რუს დეპუტატებთან მართავენ. ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი, საქართველოს ისევ ემუქრება.
კალაშნიკოვის თქმით, პოსტსაბჭოთა ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების განაცხადი, რუსეთის უსაფრთხოებაზე თავდასხმად აღიქმება და მსგავსი გადაწყვეტილებები საომარი მოქმედებებით სრულდება.
ლეონიდ კალაშნიკოვმა პოლიტიკური შეფასებების გარდა, საქართველოში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც დაიწუნა. დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელისუფლებას ბორჯომის ხანძრის დროს რუსეთის დახმარებაზე უარის თქმის გამო უსაყვედურა.
ქართველმა კოლეგებმა რუსი დეპუტატები საქართველოში საერთაშორისო ფორუმზე დაპატიჟეს. პატრიოტთა ალიანსის წევრები ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქში რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ და ნატოსთან ურთიერთობას მხოლოდ ამ პირობით თანხმდებიან.
ტელეკამერების წინ დღეს არ გამოჩენილა პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, დავით თარხან მოურავი. ის მოსკოვში იმყოფება და არაფორმალურ შეხვედრებს მართავს, მაგრამ ვისთან, ამის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
პატრიოტთა ალიანსის წევრები რუსეთის დედაქალაქში ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე მეორედ ჩავიდნენ. ქართველი დეპუტატების ამბობენ, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ისინი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებზე სალაპარაკოდ ჩადიან.

„საქართველოს მოსახლეობა მიესალმება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას" - ლეონიდ კალაშნიკოვი

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უცბად ვერ მოხდება - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.
„პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ იმ პანიკის მიუხედავად, რაც ზოგიერთმა აფერისტმა და ისთაბლიშმენთის წარმომადგენელმა ატეხა საქართველოში, თქვენ გამოავლინეთ სიმტკიცე, ძალა და პოზიცია და განაგრძობთ პარლამენტებისა და ქვეყნების დაახლოების პოლიტიკას. ქართველ ხალხს, ქართველ ერს და საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ეს პოლიტიკა და მიესალმებიან მას. ქართველმა კოლეგებმა შემოგვთავაზეს, რომ ფორმატი კიდევ გაფართოვდეს და უფრო მეტი დეპუტატი ჩამოვიდეს მოსკოვში. ჩატარდება თუ არა ფორუმი და ჩავლენ თუ არა რუსი დეპუტატები საქართველოში, ეს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული,“ - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.
მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ არის ადვილი, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრები გუშინ მოსკოვში გაემგზავრნენ და დუმის წევრებთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი.
5 დღის განმავლობაში ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ.
ეს პარტიის მოსკოვში უკვე მეორე ვიზიტია. "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ახალი - საქართველო-ნატო- რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.

"პატრიოტთა ალიანსი" საქართველოში მოსკოვის მონაწილეობით საერთაშორისო ფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

„ძალიან კარგი იქნება, ჩატარდეს საერთაშორისო ფორუმი თქვენი მონაწილეობით საქართველოში,“ - ეს შეთავაზება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანმა, გიორგი ლომიამ, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრები მეორე დღეა, რაც მოსკოვში იმყოფებიან. დღეს ისინი დუმის წევრებს შეხვდნენ.
5 დღის განმავლობაში ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ.
გიორგი ლომიას თქმით, საქართველოში მათ მიზანმიმართულად ებრძვიან.
„არიან ძალები, ვინც ჩვენს გაშავებას ცდილობს. ისინი მიზანმიმართულად მოქმედებენ და ჩვენ ვიცით, ვისზე მუშაობენ ისინი. ძალიან კარგი იქნება, ჩატარდეს საერთაშორისო ფორუმი თქვენი მონაწილეობით საქართველოში. არ არის საჭირო ულტიმატუმები, ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ რუსეთთან და ნატოსთანაც, მაგრამ ისე, რომ ეს რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.
ეს პარტიის მოსკოვში უკვე მეორე ვიზიტია. პატრიოტთა ალიანსი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ახალი - საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.

rustavi2.ge