სამართალი
პატრიარქსა და მღვდელმთავრებს შორის საუბრის ფარული ჩანაწერი, რომლის გაყიდვასაც უცნობი პირი ცდილობს

      საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. რამდენიმე დღეა, მოქალაქე, რომელიც ვინაობას არ ამხელს, სხვადასხვა მედიასაშუალებას უკავშირდება და სთავაზობს საპატრიარქოში ჩაწერილ აუდიოფაილს. ჩანაწერში ილია მეორე, სამი მიტროპოლიტი და პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის მზადების შესახებ საუბრობენ. თავად ჩანაწერში, შესაძლოა, სკანდალური არც არაფერია, მაგრამ ფაილის გავრცელების მსურველი ჟურნალისტებთან საუბარში დაბეჯითებით მიუთითებს, რომ ჩანაწერი მეუფე გერასიმემ შექმნა.
მასალაში, რომლის აუთენტურობა დადგენილი არ არის, წყაროს თქმით, მაღალი იერარქიის სასულიერი პირები პატრიარქს არწმუნებენ, რომ კრებაზე წასვლა არ ღირს, რადგან ის ამერიკული პროექტია, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის.