საზოგადოება
პუშკინის სკვერთან და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთების ზონალური ცვლილება საკრებულომ მაინც მიიღო (ვიდეო)

      საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მ. ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას, საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა (ვიდეო იხ. აქ).
ცვლილება 28 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს. ამის შემდეგ უმრავლესობამ ბრიფინგზე სპეციალური განცხადება გააკეთა.
ვითარება საკრებულოში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებმა საკრებულოს სხდომის გადადება მოითხოვეს (ვიდეო იხ. აქ). პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ, ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს საკრებულომ მიწის ნაკვეთები გადასცეს და ამ გადაწყვეტილებამდე ზონის სტატუსი შეცვალოს. მერობის კანდიდატები განმარტავდნენ, რომ რეალურად ეს ტერიტორია 1 ლარად ბიძინა ივანიშვილის კომპანიას უნდა გადაეცეს.