სამართალი
თავდასხმა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსზე - გრიგოლ მიქავა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში დაჭრეს

      საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. დაშავებული ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გრიგოლ მიქავა მკურნალობას სახლში განაგრძობს.
საკრებულოს აპარატის უფროსზე მომხდარი თავდასხმის მოტივი და დეტალები უცნობია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ბრალდებულის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.