პოლიტიკა
ადა: “უნდა დაადოს!” - საქინფორმი დარწმუნებულია, რომ კარალევა მარგო კონსტიტუციაზეც დაადებს, როგორც ადრე - საკონსტიტუციო კომისიაზე!

      საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის სინდის-ნამუსი, გამოჩენილი ქართველი კონსტიტუციონალისტი და საქართველოს გამაერთიანებელი ადა ლორიკის ასული მარშანია მზად არის, შეხვდეს მარგველაშვილს. „"პატრიოტთა ალიანსი" მზად არის, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდეს“, - აცხადებს ადა მარშანია და აღნიშნავს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სამი მოსმენით მიღებულ კანონს ვეტო უნდა დაადოს.
"ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით კონსტიტუციის ამ სახით მიღების. ჩვენ ყოველთვის დავესწრებით შეხვედრას, რათა რაღაც გამოსწორდეს ამ მიმართულებით. კანონი არის საზოგადოებრივი შეთანხმება და კონსტიტუციის ირგვლივ განსაკუთრებული საზოგადოებრივი შეთანხმება უნდა იყოს, რაც, სამწუხაროდ, ვერ და არ მოხდა. მე ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში მეორედ ვხდები მოწმე, თუ როგორ მიდის ხელისუფლება უზურპაციაზე და დიქტატურისკენ", - განაცხადა მარშანიამ.