სამართალი
ჩხრეკა ჩუბინიძესა და ოხანაშვილს შორის შემდგარი საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩატარდა? (ვიდეო)

      საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი.  „ციანიდი პატრიარქისთვის“ საქმის კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი - ინგა გრიგოლიას თოქშოუ "რეაქცია" საქართველოს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების კიდევ ერთ ფრაგმენტს ასაჯაროებს. ჩანაწერში ოხანაშვილი გერმანიაში ყოფნის პერიოდს იხსენებს და ყვება, თუ როგორ შეიტყო მამა გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ (ვიდეო იხ. აქ).
სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ მას დეკანოზის დაკავებისა და ციანიდის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მიაწოდა.
ჩვენებაში ლაპარაკია იმაზე, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო ოხანაშვილს ციანიდის ამოღების შესახებ ინფორმაცია დაკავებული დეკანოზის ჩხრეკამდე, 10 თებერვალს დილით მიაწოდა, მაშინ, როდესაც ჩხრეკის ოქმის დროის გათვალისწინებით, ჩხრეკა ჩუბინიძე-ოხანაშვილს შორის შემდგარი საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩატარდა.