პოლიტიკა
„ქართული ოცნება“: პრეზიდენტი ყველანაირი თვალსაზრისით გასცდა როგორც კონსტიტუციურ, ისე ადამიანურ ფორმატს! „ნაცმოძრაობა“: ჩვენ ველოდებით, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას!

      საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. "პრეზიდენტი ჩაება პოლიტიკურ თამაშში და გარკვეულ პლატფორმას იქმნის თავისთვის. როგორც სამართლებრივი, ისე ეთიკური და კორექტულობის თვალსაზრისით, იგი გასცდა ყველა ფორმატს, კონსტიტუციურსაც და ადამიანურსაც", - ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას და ეს იქნება უკანასკნელი შანსი, რომ მმართველმა უმრავლესობამ მოტივირებული შენიშვნების რაღაც ნაწილი მაინც გაითვალისწინოს!, - აცხადებს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე და კითხვას სვამს - თუნდაც ის, რასაც ახლა თვითონ აპირებენ, ბონუსების სისტემის გაუქმება, რომელიც პროცედურულად გაგრძელდება დაახლოებით 7-8 თვის განმავლობაში, რატომ არ შეიძლება, რომ გაკეთდეს დღესვე?“.