აქტუალური
Sputnik-საქართველოს ვებგვერდზე რუსული ანიმაციური ფილმების კვირეული დაიწყო, რომელიც ლეგენდარულ და ახალი მულტიპლიკაციებს ეძღვნება

      საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველოს ვებგვერდზე რუსული ანიმაციური კინოს კვირეული დაიწყო, რომელიც რუსული მულტიპლიკაციის ლეგენდარულ და ახალ ფილმებს ეძღვნება.
Sputnik-ის პროექტი ხორციელდება რუსული ანიმაციური კინოს „ვინი პუჰი და მისი მეგობრების“ კვირეულის მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც პირველად ტარდება თბილისში მიმდინარე წლის 24-29 სექტემბერს და რომელიც მოიცავს ქართველი და რუსი ანიმატორების საზოგადოებასთან შეხვედრებს, პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და საქართველოს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის მასტერ-კლასებს.
Sputnik-საქართველოს ვებგვერდზე 24-დან 29 სექტემბრამდე, რუბრიკაში „ვიდეოკლუბი“ ყოველდღიურად აიტვირთება მულფილმები საინტერესო ფაქტების, ისტორიის, მიღებული ჯილდოებისა და სხვა ინფორმაციის თანხლებით. ხოლო „მზიურის“ პარკში 25,26 და 27 სექტემბერს ღია ცის ქვეშ მულტჩვენება ჩატარდება.
Sputnik-საქართველოს პროექტის ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „Sputnik-ი განაგრძობს თანამშრომლობას „რუსულ კლუბთან“ და მოხარულია მკითხველებს წარუდგინოს პროექტი, რომელიც ბავშვობიდან ნაცნობ, სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებისა და მოზრდილების გამაერთიანებელ მულტფილმებს ეძღვნება. კლასიკის გარდა, Sputnik-ის ვებგვერდზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე რუსი ანიმატორების: იულია არონოვას, ნინა ბისიარინას, ივან მაქსიმოვისა და ოქსანა ჩერკასოვას ნამუშევრები“.
საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსული კლუბისა“ და „Sputnik-ის“  პროექტი გამოჩენილი მულტიპლიკატორების, ფედორ ხიტრუკის („ვინი პუჰი“, „ბონიფაცის არდადეგები“) 100 და ვიაჩესლავ კოტენოჩკინის („აბა, დამაცადე!“) 90 წლის იუბილეებს ეძღვნება.
Sputnik-საქართველომ (sputnik-georgia.com) ქვეყანაში მუშაობა 2015 წლის მაისში დაიწყო და დღეისათვის ლიდერია საქართველოს ინტერნეტმედიას შორის*. სააგენტოს შემადგენლობაში შედის: იგივე სახელწოდების პორტალი ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტრადიო. Sputnik-საქართველო გახლავთ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის ნაწილი, რომელსაც ათობით ქვეყანაში აქვს ჰაბები. Sputnik- მოიცავს ვებგვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბები 24 საათიან რეჟიმში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.