აქტუალური
პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვთხოვეთ, პრეზიდენტისთვის მოთხოვნა წერილობითაც ჩაგვებარებინა, თუმცა გვითხრეს, შაბათ-კვირას პრეზიდენტი არ მუშაობსო... - ირაკლი კობახიძე

      საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. „ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის მეშვეობით მოთხოვნა კვირას, 14:01 საათზე გაიგზავნა.  კონსტიტუციაში წერია, რომ ვადები მოთხოვნის გაგზავნიდან ანგარიშდება. შესაბამისად, გაგზავნის ფაქტს იურიდიული მნიშვნელობა აქვს და შეგვიძლია, ჩვენი ინიციატივით 26 სექტემბერს, 14:01 საათზე შევიკრიბოთ. ეს რეალური მოცემულობაა. ამის იმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჰქონდათ. ჩვენი იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის კომუნიკაცია იყო და ვთხოვეთ, რომ პრეზიდენტისთვის მოთხოვნა წერილობითაც ჩაგვებარებინა, თუმცა პასუხი იყო, რომ შაბათ-კვირას პრეზიდენტი არ მუშაობს. ეს იყო პასუხი, რაც ბავშვობაა და ამაზე დამატებითი კომენტარების გაკეთება არ შეიძლება. მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ სამშაბათს სხდომის გამართვას იურიდიულად შეაფერხებდნენ, თუმცა იურიდიულად სხდომის გამართვის უფლება გვაქვს“, - აღნიშნა კობახიძემ.