პოლიტიკა
„საქინფორმის“ პროგნოზები დადასტურდა - საქართველოში „ოლიგარქებთან ბრძოლის მეორე ფრონტს“ სათავეში სააკაშვილის მამობილი ჩაუდგა!

      საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ეჭვგარეშეა, მკითხველებს კარგად ახსოვთ „საქინფორმის“ 2017 წლის 14 აგვისტოს პუბლიკაცია „სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება უნდათ, რათა შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენონ!“. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია პუბლიკაციის ქვეშ განთავსებულმა ორმა ფოტომ, რომელთაგან პირველზე აღბეჭდილია სააკაშვილი თავის მამობილთან (ეთნიკურ სომეხთან) ერთად, ხოლო მეორეზე - სააკაშვილის მამობილი იარაღით ხელში, რომელიც მზად არის საყვარელი შვილის დასაცავად (იხ. ფოტო №№1,2).


მკითხველებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ სააკაშვილის გასაოცარი გარეგნული მსგავსება თავის მამობილთან და მრავალრიცხოვან კომენტარებში Facebook-ზე ვარაუდიც გამოთქვეს, რომ ის მიშას ბიოლოგიური მამაა!
მკითხველს შევახსენებთ, რომ იმ პუბლიკაციაში „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა რწმენა გამოთქვა, რომ უკრაინასა და საქართველოში ერთდროულად დაწყებული კამპანიები პოროშენკოსა და ივანიშვილის წინააღმდეგ სააკაშვილის ორგანიზებულია.
2017 წლის 19 სექტემბერს კი „Радио Свобода“-მ გამოაქვეყნა მასალა „საქართველო: სააკაშვილის თანამებრძოლებმა „ოლიგარქებთან ბრძოლის მეორე ფრონტი“ გახსნეს“, სადაც ფოტოზე სააკაშვილის მამობილია დროშით ხელში - ივანიშვილის წინააღმდეგ სააკაშვილის მომხრეთა დემონსტრაციის სათავეში (იხ. ფოტო №3).

მკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ სათავო ოფისთან თბილისში დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის, რომლებმაც ექსპრემიერი და მილიარდერი „იარაღით უკანონო ვაჭრობით ნაშოვნი ბინძური ფულის გათეთრებაში“, აგრეთვე „საქართველოს მოსახლეობის ღარიბი ფენების ძარცვაში“ დაადანაშაულეს და მიტინგზე განაცხადეს, რომ ბოლო ხანებში ივანიშვილის ბანკმა, რომელიც „ფაქტობრივად ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას, 1700-პროცენტიანი მოგება მიიღო“.