სამართალი
თეთრიწყაროელი ხაკერი - შსს-მ „რუსთავი-2“-ის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტი ერთ დღეში გახსნა! - საქინფორმი

      საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გამოავლინეს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ჩამდენი პირი - თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები, 1999 წელს დაბადებული .პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას. 
საქინფორმი: მომხდარში, ცუდი გარდა, შეიძლება კარგიც დავინახოთ. კარგია, რომ შსს კიბერდანაშაულებს უკვე ერთ დღეში ხსნის, როცა სააკაშვილის დროს "საქინფორმის" საიტზე მრავალი თავდასხმა დღემდე გაუხსნელია. "საქინფორმი" მაშინდელ ხელისუფლებას არანაკლებ მწარედ აკრიტიკებდა, ვიდრე დღევანდელს - "რუსთავი 2", მაგრამ დღე პოლიცია პოლიტიზებული არ არის! ამას გარდა, კარგია, რომ უკვე თეთრიწყაროში, რომელიც არასოდეს ითვლებოდა საქართველოს მოწინავე რაონად, ჩვენ გვყავს კომპიუტერული და ინტერნეტტექნოლოგიების ამ დონის მცოდნეები, რომ სახლიდან საქართველოში ყველა ძლიერი და დაცული - სააკაშვილის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საიტსაც ტეხენ