უცხოეთი
ჩინელი და სამხრეთ კორეელი ინვესტორები სამხრეთ ოსეთში ტყვია-თუთიის საწარმოს აღდგენით დაინტერესდნენ - ბიბილოვი

     საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ჩინელი და სამხრეთ კორეელი ინვესტორები სამხრეთ ოსეთის ქალაქ კვაისაში ტყვია-თუთიის საწარმოს აღდგენით დაინტერესდნენ- აცხადებს ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გამოცემა ”ტასს”-თან ინტერვიუში:
”კვაისის მაღაროები სსრკ-ს ეკონომიკაზე იყო დამოკიდებული, ამიტომ წარმოების აღსადგენად სერიოზული ინვესტიციებია საჭირო. დაინტერესება ჩვენი კორეელი და ჩინელი კოლეგების მხრიდან არსებობს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შესწავლით სამუშაოებს დავიწყებთ. 30 წლის მანძილზე ბევრი რამ განადგურდა, მაღაროების დიდი ნაწილი დატბორილია. ეს ყველაფერი შესწავლას საჭიროებს”, - განაცხადა ბიბილოვმა. 

pirveliradio.ge