აქტუალური
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვერ აკონკრეტებს, აშშ-ს-სა და ნატოს მსგავსად, გაზრდის თუ არა საქართველო ავღანეთში სამხედროთა რაოდენობას

     საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. პირველი არხის კითხვის საპასუხოდ გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან ავღანეთში კონტინგენტის გაზრდა დამოკიდებულია იმაზე, სამხედრო კოალიცია რამდენად და როგორ აფასებს იმ ამოცანებს, რაც ქართული მხარის წინაშეც დგას
რაოდენობასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არ მინდა, ეს საკითხი წმინდა პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანო, რადგან ჩვენ საგანგებო მისიას ვასრულებთ და ვიცავთ არა მხოლოდ საერთაშორისო წესრიგს, არამედ ჩვენს ოჯახებსსაქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს“, - დასძინა ვოლსკიმ. 
აშშ-ის შემდეგ ავღნეთში კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება ნატომაც მიიღოიენს სტოლტენბრგის თქმით, ავღანეთის ძალების მისიაში მონაწილე ნატოს სამხედროების რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზრდება.