საზოგადოება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი რიმა ბერაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს

      საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. რიმა ბერაძე ქურდიანის შესახვევისა  და ზაზიაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა მაჟორიტარობის კანდიდატს მათი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობისა და ქუჩის ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მაჟორიტარობის კანდიდატი მათ არსებული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდა.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩუღურეთის რაიონი ქალაქის ძირძველი და, აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურულად რთული რაიონია. გასული სამი წლის განმავლობაში სწორედ ეს მიმართულება იყო ჩვენი მუშაობის პრიორიტეტი. ჩვენ შევძელით და მოვაწესრიგეთ რაიონის ყველა ცენტრალური და ბევრი შიდა ქუჩა.  გპირდებით, მე და ჩემი გუნდი, გამარჯვების შემდეგ, კვლავ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას იქამდე, სანამ ჩვენს რაიონში ყველა ქუჩა არ იქნება გამართული და ყველა სახლი რეაბილიტირებული“, - განუცხადა ადგილობრივებს  რიმა ბერაძემ და ჩუღურეთელებს პარტიის საარჩევნო პროგრამა და სოციალურ საკითხებზე გუნდის ხედვა გააცნო.