პოლიტიკა
საქართველომ 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 1,7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 28,5%-ით აღემატება

     საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი.  „საქართველომ 28%-ით გაზარდა ნატურალური ყურძნის ღვინის, მინერალური წყლების, ფეროშენადნობების, სამკურნალო საშუალებების და სხვა პროდუქციის ექსპორტი“, - ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
იმპორტმა 4,9 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 7,5%-ით მეტია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის რვა თვეში 12,2%-ით გაიზარდა და 6,6 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის თქმით, 2017 წლის 8 თვეში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 28,1 მლნ აშშ დოლარით. მიმდინარე წლის აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობების (134%), აზოტოვანი სასუქების (84%), სამკურნალო საშუალებების (79%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (64%) და მინერალური და მტკნარი წყლების (23%) ექსპორტი", - აღნიშნა ჯავახაძემ.

მისივე თქმით, დაფიქსირდა ზრდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (32%), სატელეფონო აპარატების (27%) და სამკურნალო საშუალებების (17%) იმპორტის კუთხით.