პოლიტიკა
"კონსტიტუციურ კანონპროექტში არ არის არცერთი ისეთი ჩანაწერი, რომელიც მომგებიანია მმართველი პარტიისთვის!“ - ირაკლი კობახიძე

     საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო მაკკეინის ინსტიტუტისა და EPRC-ის მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში - მსოფლიო ქაოსში: დემოკრატიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალი“.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რეფორმის პროცესში ორი საკითხია მნიშვნელოვანი - თავად პროცესი და საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი. მისი თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დოკუმენტი ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეფექტიანი ოთხთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად შეიმუშავა და მასში ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული წინადადებების 80 პროცენტია გათვალისწინებული.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციურ კანონპროექტს პოზიტიურად აფასებს ვენეციის კომისია, რომლის 23 რეკომენდაციიდან 20 დოკუმენტში ასახულია. როგორც მან აღნიშნა, ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია.
შემიძლია დაგისახელოთ მინიმუმ 20 მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აძლიერებს ოპოზიციას და დემოკრატიას საქართველოში
მაგრამ თუ ჰკითხავთ ნებისმიერ ექსპერტს, რომელი საკითხია სარგებლიანი მმართველი პარტიისთვის, არ არსებობს არცერთი ისეთი ჩანაწერი, რომელიც მომგებიანია მმართველი პარტიისთვის!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.