სამართალი
ლიბიაში თურქეთიდან მიმავალ ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფი ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის 3 ქართველი მეზღვაური დააკავეს

     საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ისინი დაახლოებით ორი კვირის წინ, ლიბიის პროკურატურის გადაწყვეტილებით აიყვანეს. დაკავების მიზეზი, სავარუდოდ, ტვირთია, რომელიც ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე იყო მოთავსებული.
ამ საკითხზე ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გუშინ შევიდა. სააგენტოს დირექტორის მამუკა ახალაძის განცხადებით, გემის კაპიტანი ქართველია.
„გემი არის დაკავებული, ეკიპაჟიც არის დაკავებული. სავარაუდოდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის დაკავების მიზეზი შეიძლება იყოს დაკავშირებული ლიბიაში ან შეტანილ, ან გემით გამოტანილ ტვირთთან, რომელიც ლიბიის სახელმწიფოსთვის იყო მიჩნეული, როგორც არალეგალური ნაოსნობა“, - განაცხადა მამუკა ახალაძემ.