პოლიტიკა
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „საერთაშორისო ლიდერობისათვის“ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

     საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ჯილდო კურტ ვოლკერს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებაში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ გადაეცა.
„კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ყოველთვის იყო საქართველოს გამორჩეული მეგობარი, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ინტერესებს მთელი მისი საქმიანობის მანძილზე.
ძვირფასო კურტ! ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისათვის და თქვენს როლს საქართველო-ამერიკის პარტნიორობის გაძლიერების თვალსაზრისით. 
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგანიჭოთ უმაღლესი ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი. ნება მომეცით, გისურვოთ წარმატება თქვენს მნიშვნელოვან მისიაში!“,
- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.