პოლიტიკა
რუსეთის ნარატივი მკაფიო და ნათელია - მიმართულია გატეხოს ქართული საზოგადოების მორალი, შეაგუოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტს და ამ ახალი რეალობით მიგვიყვანოს მოლაპარაკების მაგიდასთან! - პრეზიდენტი მარგველაშვილი

     საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მოდერატორის, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის კურტ ვოკერის შეკითხვებს უპასუხა.
გვესმის, რომ კონსტიტუცია მეტია, ვიდრე ერთი პარტიის მიერ მისაღები დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქმნის სახელმწიფოს. ეს არის თამაშის ყოვლისმომცველი წესი. ეს არ არის ერთი პარტიის დოკუმენტი. უნდა ვეცადოთ, შევთავაზოთ მმართველ პარტიას ცვლილებები საკონსტიტუციო ცვლილებების მისივე პაკეტში. მმართველი ძალის ადგილზე მე გავიზიარებდი ამ მიდგომებს.
...ვხედავთ, რომ ეს პროცესი ჩიხში შევიდა. შემუშავებულია ცვლილებების ის ვერსია, რომელსაც ერთმა პარტიამ მიაღწია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ნარატივი მკაფიო და ნათელია - მიმართულია, გატეხოს ქართველი საზოგადოების მორალი, შეაგუოს  ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტს და ამ ახალი რეალობით მიგვიყვანოს მოლაპარაკების მაგიდასთან - ამ ისტორიულ უსამართლობას საქართველო არასოდეს შეეგუება!
საქართველო იმსახურებს უფრო ძლიერ და აქტიურ საერთაშორისო მხარდაჭერას, რადგან საქართველო მზადაა, დაიცვას ევროპული ფასეულობები და დაუპირისპირდეს რუსულ ძალას არა მხოლოდ აქ, ადგილზე…”, - მრავალაზროვნად დაასკვნა მარგველაშვილმა.