პუბლიკაციები
Los Angeles Times: «ერთხელ ის იყო პრეზიდენტი, ერთხელ - გუბერნატორი, ახლა კი საზღვარი უკანონოდ გადალახა, რა დაემართა სააკაშვილს”

    საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული გამოცემა Los Angeles Times საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ავტორი საბრა აირესი სტატიის დასაწყისშივე მას პოპულისტ პოლიტიკოსს უწოდებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საკუთარ სამშობლოში მისაღები ფიგურა აღარ არის, მის ახლადშეძენილ სამშობლოში, უკრაინაშიოლიგარქიისდასამხობად ჩავიდა, ამის შესახებ მან საკუთარ მხარდამჭერებს უთხრა. სააკაშვილმა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი სრულიად სიურრეალისტური სცენარით გადალახა, რაშიც მას, როგორც პოპულისტ პოლიტიკოსს, მხარდამჭერები დაეხმარნენ“, - წერს ამერიკული გამოცემა.
სტატიაში თანმიმდევრულად არის აღწერილი სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა უკრაინაში, რაც პოროშენკოსთან ახლო მეგობრობით იწყება და უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევით სრულდება.
სტატიის ავტორი პეტრო პოროშენკოს განცხადებას ციტირებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ერთ დროს მისი ახლო მეგობარი სააკაშვილი დღეს დონბასში მებრძოლ პრორუს სეპარატისტებს შეადარა. ავტორი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის დრამატული დაბრუნება უკრაინაში, შიდაპოლიტიკურ ძალებს შორის ბრძოლაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“.
სტატიაში მოყვანილია კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის, რუსეთისა და ევრაზიის ქვეყნების მკვლევარის, ბალაც იარაბიკის შეფასება უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ, დღესდღეობით, უკრაინას შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ყველაზე დამანგრეველ შედეგს მოუტანს.
სააკაშვილის დაბრუნება და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა უკრაინისთვის უარყოფითი მოვლენა იქნება, რადგან ოპოზიციური ძალები მას პოროშენკოს წინააღმდეგ გამოიყენებენ. სააკაშვილის რეიტინგი, რომელიც 2%- არ აღმატება, პოროშენკოსთვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა, პოროშენკომ გადაწყვეტილება მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მაინც მიიღო, რაც არადემოკრატიული ნაბიჯი იყო“, - ამბობს იარაბიკი Los Angeles Times-თან ინტერვიუში.
სტატიის ავტორი სააკაშვილისა და ტიმოშენკოს ალიანსს სახიფათო კავშირად მიიჩნევს და იულია ტიმოშენკოსქერა ნაწნავიან პოპულისტად მოიხსენიებს.

IMEDI