საზოგადოება
„რუსეთიდან მომდინარე გამომწვევები და საფრთხეები“ - თბილისში სენატორ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა

     საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. “რუსული პროპაგანდა და აგრესია და აგრეთვე ის, თუ როგორი უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროს პასუხი ამ გამოწვევებზე - საერთაშორისო ექსპერტები „რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე საუბრობენ.
ჩვენ ყველამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ - ამერიკამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, საქართველომ. ჩვენ ყველას გვაქვს რუსეთის პრობლემა. რუსეთი ძალიან ბევრ ინსტრუმენტს იყენებს, რომ შეასუსტოს დემოკრატიული ინსტიტუტები, საკუთარი მეზობლები. ჩვენ ამ ყველაფერს დემოკრატიული გზით უნდა შევებრძოლოთ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა.
საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატი მაკრონი ღიად დაუპირისპირდარაშა თუდეისა" დასპუტნიკს". მან აუკრძალა ამ მედიასაშუალებებს თავის საარჩევნო შეხვედრებზე დასწრება. ის დაუპირისპირდა პრეზიდენტ პუტინს იმ პროპაგანდისტული როლისთვის, რომელსაცრაშა თუდეი" დასპუტნიკი" ასრულებენ საფრანგეთის საარჩევნო კამპანიაში. ამიტომ უნდა ილაპარაკოთ, უნდა შეარცხვინოთ ისინი", - განაცხადა ჰადსონის უნივერსიტეტის სპეციალისტმა ბენჯამინ ჰადადიმ.