საზოგადოება
პეტრო პოროშენკო: ვიმედოვნებ, რომ სააკაშვილი შესაბამის დროს საქართველოში შეღწევასაც ისეთივე შემართებით ეცდება, როგორც უკრაინაში მოხვდა!

    საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ისეთივე შემართებით ეცდება საქართველოში შეღწევას, როგორც უკრაინაში შევიდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იტყობინება.
ჩემი აზრით, ახლა ეს სამართალდამცავი ორგანოების საქმეა. დავუტოვოთ პოლიტიკოსებს პოლიტიკა, დანაშაული - სამართალდამცავებს, პროკურატურას და სასამართლოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. პოროშენკოს თქმით, სწორედ ამგვარად უნდა მოქმედებდეს სამართლებრივი სახელმწიფო.
ვიმედოვნებ, რომ ეს ბატონი შესაბამის დროს საქართველოში შეღწევასაც ასეთი შემართებით ეცდება, როგორც ის უკრაინაში მოხვდა“, - აღნიშნა პოროშენკომ