საზოგადოება
მიზანშეწონილია, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შუშის კონსტრუქცია მთლიანად შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

    საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველსავე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის შენობის რეაბილიტაციაზე ილაპარაკა.
პარლამენტის შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც მოგეხსენებათ, არსებული გადახურვა წყალს ატარებს. ასევე მიზანშეწონილია მთლიანად შუშის კონსტრუქციის შეცვლა. პრობლემაა, რომ შუშის კონსტრუქცია წყალს ატარებს და არსებული კონსტრუქციის პირობებში, ტემპერატურას ვერ ვარეგულირებთ. აქაც რეაბილიტაციის საჭიროება გვაქვს. რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის ავტოსადგომია მოსაწყობი. ტერიტორიის მოწესრიგება აუცილებელია. შეგვიძლია, პარკი მოვაწყოთ, რაც ქუთაისში მოსახლეობისთვის ერთგვარი საჩუქარი იქნება გამომდინარე იქდან, რომ ეს პარკი საყოველთაო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი. ამ საკითხზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და ხაზინადართა საბჭოს ვთხოვთ, ამ საკითხზე მუშაობა დაიწყოს“, - განაცხადა კობახიძემ.