სამართალი
ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

    საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ცეცხლის კერებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს 700-მდე თანამშრომელი გამთენიიდან მუშაობს. ხანძრის ეფექტიანად ქრობის მიზნით შსს-ს მეხანძრე-მაშველები წყლის ჭავლთან ერთად ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებსაც იყენებენ. ადგილზე არსებული რთული რელიეფის გამო გაიჭრა გზები და მოხერხდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ხანძრის კერებამდე მიყვანა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-სა და თურქეთის ვერტმფრენები მონაწილეობენ.