უცხოეთი
"ტრამპი ჩემი საცოლე არ არის და არც მე ვარ მისი სიძე" - ვლადიმირ პუტინი

   საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ბრიქსის“ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკისგან თავი შეიკავა და ჟურნალისტის კითხვას, იმედგაცრუებულია თუ არა აშშ-ს პრეზიდენტით, „გულუბრყვილო“ უწოდა.

 „მისით იმედგაცრუებული ვერ ვიქნები, ტრამპი ჩემი საცოლე არ არის და არც მე ვარ მისი სიძე. ის საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, ისევე როგორც მე ჩემით. დიდი იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ ორმხრივი და საერთაშორისო საკითხების გადაჭრისას კომპრომისის გამონახვას” - განაცხადა პუტინმა.

 კითხვაზე, რას ფიქრობს თუკი ტრმპს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის „აბსოლუტურად არასწორია“ აშშ-ის შიდა პოლიტიკაზე საუბარი.