საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: „შემუშავებულია ძალიან კონკრეტული ხედვა და ეს ხედვა იქნება ძალიან დეტალურად გაშლილი თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მიერ“

  საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და თანაგუნდელს წარმატება უსურვა.

ვიცით, რომ დღეს თბილისელებს აწუხებთ ქაოტური განაშენიანების პრობლემა, უსახური მშენებლობები, ზოგადად, ქალაქის ქაოტური განვითარება და ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ძალიან დახვეწილი გენგეგმით, რომელიც საბოლოდ დამუშავდება თბილისის მერიის მიერ და დამტკიცდება თბილისის საკრებულოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია მართვის პოლიტიკის სრულყოფა და ამ კუთხითაც ძალიან  დეტალურად და ძალიან სწორად იყო წარმოდგენილი შესაბამისი ხედვები“,  - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.  

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა პროგრამული ხედვის ფარგლებში შვიდი ძირითადი მიმართულება გამოყო. კერძოდ, ურბანული განვითარების პოლიტიკა; სატრანსპორტო პოლიტიკა; ეკოლოგიური პოლიტიკა; ეკონომიკური პოლიტიკა; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა.

კახა კალაძის პროგრამული ხედვის პრეზენტაციას, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.