სამართალი
თელავში საგანგებო შტაბის წევრებმა დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში ხანძრის სალიკვიდაციოდ ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს

    საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ცეცხლის ცალკეული კერები უკვე ლოკალიზებულია სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყის მასივში. ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. 3 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, ცოცხალ ძალასთან ერთად, მობილიზებულია თელავში, სოფელ ართანას მიმდებარე ტყის მასივში, სადაც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შსს-ს მეხანძრე-მაშველები ყვარელში, შილდის ტყეში ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას აგრძელებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა ხანძრის არცერთი ახალი კერა.