აქტუალური
პროვოკაციები, ზეწოლა, საომარი და შეურაცხმყოფელი რიტორიკა - ეს არის გზა არსაით! - პუტინი

    საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. „კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება გამწვავდა და მასშტაბური კონფლიქტის ზღვარზე ბალანსირებს. რეგიონის პრობლემები დიალოგის დახმარებით უნდა გადაიჭრას წინასწარი პირობების წამოყენების გარეშე.
იმის იმედად ყოფნა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სარაკეტო-ბირთვული პროგრამების შეჩერება მხოლოდ ფხენიანზე ზეწოლით შეიძლება, მცდარი და უპერსპექტივოა. პროვოკაციები, ზეწოლა, საომარი და შეურაცხმყოფელი რიტორიკა - ეს არის გზა არსაით!“, - წერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის სტატიში, რომელიც BRICS-ის ქვეყნების წამყვან მედიასაშუალებებში ჩინეთის სამიტის წინ გამოქვეყნდა.