აქტუალური
6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა, ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობა საჭირო არ არის! - ჯანი ბუკიკიო

    საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო განცხადებას ავრცელებს:
პროპორციული სისტემის შემოღების გადადება 2024 წლისთვის ისევე, როგორც საქართველოს პოლიტიკური პარტიების მხრიდან მუდმივი მარცხი, მიეღწიათ კონსესუსისთვის შესწორებული კონსტიტუციისთვის მოლაპარაკების გზით, იმედგაცრუბას იწვევს.
6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა პარტიებმა თავად გამართონ შემდგომი მოლაპარაკებები. ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობა საჭირო არ არის. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მიაღწიონ ფართო კონსესუსს ტექსტზე კონსტრუქციული დიალოგის გზით.
ველით, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ შესწორებული კონსტიტუციის პროექტს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და გამოვაქვეყნებთ ჩვენს მოსაზრებას მის შესახებ ერთ თვეში. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ვიდრე საბოლოოდ დაამტკიცებს შესწორებულ პროექტს, შეიტანოს ცვლილებები ამ მოსაზრების გათვალისწინებით და ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგის გზით, - აღნიშნულია, კერძოდ, ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში.