პოლიტიკა
ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაახლოებით 200 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი

     საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე
    განაცხადა და აღნიშნა, რომ დამწვარი ტყის ფართობი ზუსტდება.
"წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ტყე არის დაახლოებით 200 ჰექტრის ფარგლებში დამწვარი. აუცილებლად მთელი მოსახლეობის ჩართულობით, ვფიქრობ, ღირსეული საქმეა და ყველას ექნება სურვილი, რომ თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ჩვენი ულამაზესი ტყის აღდგენის საქმეში. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ იმ ტყეს, რომელიც განადგურდა. ეს ჩვენი ვალია", - განაცხადა პრემიერმა.