უცხოეთი
პენტაგონმა ტრანსგენდერების ჯარში მსახურების შესახებ ტრამპის ბრძანება შეაჩერა

    საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დონალდ ტრამპის ბრძანების შესრულება შეაჩერა, რომელიც ჯარში ტრანსგენდერების მსახურებას შეეხება. ამის შესახებ Usa Today წერს.
ჯეიმს მეტისმა ექსპერტების საბჭოს შეკრების ბრძანება გასცა, რომელიც მსგავსი გადაწყვეტილების შედეგების შესახებ კვლევას ჩაატარებს.
პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ის თავის პოზიციას პრეზიდენტს საბჭოს მიერ რეკომენდაციების გამოქვეყნებისა და ასევე ნაციონალური უსაფრთხოების ხელმძღვანელთან კონსულტაციების შემდეგ წარუდგენს. "მანამდე კი მოქმედი პოლიტიკა ძალაში დარჩება"- განაცხადა მეტისმა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსგენდერები ჯარში მსახურებას გააგრძელებენ. ტრამპმა ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვის ბრძანება 26 აგვისტოს გასცა.