უცხოეთი
ჯონ ტეფტი: ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ყველაზე ეფექტური ბერკეტია, რაცკი აშშ-ს ბოლო დროს გამოუყენებია

    საქართველო 30 აგვისტო, საქინფორმი. „ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ყველაზე ეფექტური ბერკეტია, რაცკი შეერთებულ შტატებს ბოლო დროს გამოუყენებია“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში ჯონ ტეფტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.
ტეფტმა განმარტა, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2014 წელს, უკრაინის კრიზისის ფონზე, რუსეთთან ომსა და სანქციებს შორის ეს უკანასკნელი აირჩია, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო.
ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთის მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.