სამართალი
ჩრდილოეთ ოსეთში მესაზღვრეებმა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ქართული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს - უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურის შეტყობინება

    საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს ქართული წარმოშობის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ბათილი საბუთებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. თავდაპირველად, საპასპორტო კონტროლის გავლისას, მამაკაცმა წარადგინა რუსული საზღვარგარეთის პასპორტი, რომელმაც მესაზღვრეების ეჭვი გამოიწვია. კონტროლიორის შენიშვნაზე, რომ საბუთი, შესაძლოა, წარმომდგენს არ ეკუთვნის, დამრღვევმა პასუხად ჯიბიდან სხვა პასპორტი ამოიღო და შესთავაზა, გაეფორმებინათ ის, უკვე როგორც აზერბაიჯანის მოქალაქე, სრულიად სხვა მონაცემებით. გარემოებების გარკვევის პროცესში დაკავებულს აღმოაჩნდა ყალბი და ნაწილობრივ ყალბი საბუთების რამდენიმე კომპლექტი, რომელთა შორის პირადობის დამადასტურებელი არცერთი ნამდვილი დოკუმენტი არ იყო“, - აღნიშნულია შეტყობინებაში.
უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოში დაადგინეს, რომ სახელმწიფო საზღვრის დამრღვევია საქართველოს მოქალაქე, რომელმაც არაერთხელ მოიხადა სასჯელი საერთო კრიმინალური მიმართულების მუხლებით როგორც საკუთარ სამშობლოში, ისე რუსეთში, რომ დაკავებულის ნათესავებიც კავშირში არიან კრიმინალურ საქმიანობასთან და ხელს არ იღებენ რუსეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკების გასაღების მიზნით უკანონო ბიზნესის ორგანიზების განზრახვაზე.