აქტუალური
რატომ მიმართა მთავრობამ დახმარებისათვის ოკუპანტ ქვეყანას მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან დახმარების რესურსი ამოწურული არ იყო?! - ნაცმოძრაობა

   საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს სადეპუტატო შეკითხვით მიმართავს. ოპოზიციონერი დეპუტატი სამინისტროსგან მოითხოვს განმარტებას, თუ რატომ მიმართა ქვეყნის მთავრობამ ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისათვის ოკუპანტ ქვეყანას მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან დახმარების რესურსი ამოწურული არ იყო.
სალომე სამადაშვილი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსაც გაუგზავნის მოწოდებას პარლამენტში მიხეილ ჯანელიძის მოწვევის მოთხოვნით.