საზოგადოება
ავიაციის შენახვის ფული არ გვაქვსო და სამაგიეროდ, ეროვნული ბოზის ამერიკაში გაგზავნის ფული გვაქვს! - "ქართული ძალა"

     საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ძალა" ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს  ეხმაურება:
"ფლოტის შენახვის ფული არ გვაქვსო და გააუქმეს... ავიაციის შენახვის ფული არ გვაქვსო და გააუქმეს... პილოტების შენახვის ფული არ გვაქვსო და სამსახურიდან დაითხოვეს... აგვისტოს ომის გმირის გამოსასყიდი 100 000 დოლარი არ გვაქვს...
სამაგიეროდ ეროვნული ბოზის 165 000 დოლარად ამერიკაში გაგზავნის ფული გვაქვს, ათასი ანტიქართული იდეოლოგიის მქონე არასამთავრობოების დაფინანსების ფული გვაქვს, უცხოელი მომღერლების 5 მილიონ დოლარად ჩამოყვანის ფული გვაქვს. აი ასე არის დალაგებული სახელმწიფოში პრიორიტეტები. ამის შემდეგ რა სახელმწიფოზე ვსაუბრობთ. ნორმალურ ქვეყანაში ჯერ ერთი ასე არ ხდება და რომც მოხდეს, მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება".