აქტუალური
8 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი - პრემიერმა კვირიკაშვილმა სტიქიასთან მებრძოლ მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს მადლობა გადაუხადა

     საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც ცეცხლის სტიქიას რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ. პრემიერ-მინისტრი ეკიპაჟების დისლოკაციის ადგილზე მივიდა და საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბელარუსის სახელმწიფოების შესაბამისი უწყებების მფრინავებსა და ეკიპაჟის წევრებს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სტიქიასთან ერთობლივი ბრძოლა იყო  ადამიანური, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის საუკეთესო გამოვლინება.
ხანძრის პირველივე წუთებიდან სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, ასევე, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის 2  სადესანტო ვერტმფრენი. თურქეთის სატყეო სახანძრო სამსახურის 2 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი, ბელრუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი.