პოლიტიკა
აშშ-მა მეტისმეტად ბევრი დრო, ფული და ენერგია დახარჯა სხვა ქვეყნების საკუთარი წარმოდგენების მიხედვით გადაწყობისთვის! - ტრამპი

    საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უპრეცედენტო განცხადებით გამოვიდა, ამერიკის კარდინალურად მცდარი საგარეო პოლიტიკის ასეთი აღიარება მანამდე არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია.
„ვიზიარებ ამერიკელთა წუხილს აშშ-ის მიერ გატარებული  საგარეო პოლიტიკის გამო, რომელმაც მეტისმეტად ბევრი დრო, ფული, ენერგია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიცოცხლეები დახარჯა სხვა ქვეყნების საკუთარი წარმოდგენების მიხედვით გადაწყობისთვის, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებისთვის მიგვეხედა“, - განაცხადა ტრამპმა ვირჯინიაში ფორტ-მაიერის სამხედრო ბაზაზე საგანგებო მიმართვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ გასცა განკარგულება, რომ ეს პოლიტიკა გადაიხედოს, კერძოდ, ავღანეთსა და სამხრეთ აზიაში.