აქტუალური
თუკი არ გინდოდათ რუსებისგან დახმარება, რატომ იღებთ რუსულ გაზს და მილიონობით ტურისტს?! - ნიკოლოზ მჟავანაძე

    საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის აზრით, ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად მთავრობას რუსეთის დახმარება უნდა მიეღო.
"თუკი არ გინდოდათ რუსებისგან დახმარება და ტყის გადარჩენა მაშინ:
1. რატომ იღებთ რუსულ გაზს საქართველოსთვის.
2. რატომ ახდენთ რუსული პროდუქციის იმპორტს.
3. რატომ იღებთ მილიონობით რუს ტურისტს, რის შედეგადაც ბიუჯეტს ავსებთ.
4. რატომ გაქვთ რუსეთთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა.
5. რატომ გაქვთ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა.
კიდევ ბევრის რამი ჩამოთვლა შეიძლებოდა, მაგრამ აქ გავჩერდები. როცა ადამიანი კვდება მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ და არ კითხულობენ რის საფასურად. როცა საქართველოს ეკოსისტემა კვდება, (რომლის აღდგენას ნახევარი საუკუნე მაინც სჭირდება) ასევე ყველაფერი უნდა გააკეთო მის გადასარჩენად.
დამპყრობლებთან ლაპარაკობდა და დახმარებას იღებდა თითქმის ყველა ქართველი მეფე, რადგან ეს ქვეყანას სჭირდებოდა.
გავა წლები და ყველა რენეგატი, უცხო ქვეყნის სპეცამსახურის თანამშრომელი რომელიც ქვეყნის სხვადასხვა უწყებებში და მათ შორის უშიშროების სასახურშია მოკალათებული საკადრისად დაისჯება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი.
ბოლო ფრაზაზე და ღმერთზე ფსევდოლიბერალები, რომლებიც ასევე უხვად არიან ხელისუფლებაში ვიცი მწარედ გაიცინებენ - ღმერთიო. დიახ ღმერთის მეოხებით მოვედით აქამდე, თორემ ვერანაირი ლოგიკით და ბუნების კანონით ჩვენ აქამდე არ უნდა მოვსულიყავით. დი სწორე უფლის მეოხებით გაიწმინდება მოღალატეებისგან საქართველო", - წერს მჟავანაძე.