აქტუალური
სრული პასუხისმგებლობა ნეგატიურ შედეგებზე „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება! - ოპოზიციამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს წერილით მიმართა

    საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. „2017 წლის 18 აგვისტოს, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა შორის გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიციურ პარტიათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მკაფიოდ გამოვხატეთ ერთიანი პოზიცია, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
კონსენსუსის მიღწევისათვის დიალოგის დასაწყებად აუცილებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაუბრუნდეს საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებისას მისსავე მიერ შემოთავაზებულ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპით. ამასთან, ოპოზიციისთვის არსებითია პრეზიდენტის საყოველთაო, პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება. თუმცა, აღნიშნული საკითხის განსაზღვრა შესაძლებელად მიგვაჩნია პლებისციტის მეშვეობით“, - ნათქვამია, კერძოდ, ოპოზიციის წერილში არჩილ თალაკვაძისადმი, რომელსაც ხელს აწერენ:

ახალი საქართველო
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
თავისუფალი დემოკრატები
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
რესპუბლიკური პარტია
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
საქართველოს დემოკრატიული პარტია
საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია
საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია