სამართალი
ხანძარი ატენის ხეობაში - მაშველები ტყიდან სოფლის მიმართულებით არსებული მონაკვეთის გადაკეტვას ცდილობენ

    საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ამ დრომდე ებრძვიან ხანძარს მაშველები ატენის ხეობაში. როგორც "პირველ რადიოს" შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ განუცხადა, ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, რაც რთული რელიეფისა და უამინდობის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ხანძარი ზემო ბოშურის ტყეში გაჩნდა. კახა სამხარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის სამაშველო სამსახურები ცდილობენ, გადაკეტონ სოფლისკენ მიმავალი გზა, რათა ცეცხლი დასახლებულ პუნქტზე არ გავრცელდეს.