უცხოეთი
ჯულიან ასანჟი: რუსეთს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს „დემოკრატიული პარტიის“ კიბერთავდასხმასთან კავშირი არ აქვს

    საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. „რუსეთს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დროს ,,დემოკრატიული პარტიის’’ კიბერთავდასხმასთან კავშირი არ აქვს“, - ამის შესახებ ,,ვიკილიქსის’’ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა ამერიკელ კონგრესმენს ,,რესპუბლიკური პარტიიდან’’, დანა რორაბაჰერს განუცხადა.
ამერიკელი კონგრესმენის თქმით, შეხვედრაზე, რომელიც ეკვადორის საელჩოში შედგა ასანჟთან, მრავალი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ჰაკერული თავდასხმის შემთხვევაც.
კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ჯულიან ასანჟი მზადყოფნას გამოთქვამს დიალოგისთვის, უფრო ვრცლად ისაუბროს ამ საკითხზე.
„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი უკვე 5 წელზე მეტია ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს. მას შეერთებული შტატების ხელისუფლება საიდუმლო დოკუმენტაციის გასაჯაროების ბრალდებით დევნის.