აქტუალური
ახალი სკანდალი: საწარმო „იუჟმაშის“ დირექტორმა პრანკერებთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინული სარაკეტო ძრავები ჩრდილოეთ კორეაში, შესაძლოა, ჩინეთიდან მოხვდა!

    საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის ნაციონალური უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი, რომლის სახელითაც პრანკერებმა „ვოვანმა“ და „ლექსუსმა“ უკრაინული კომპანია იუჟმაშისდირექტორს სერგეი ვოიტს დაურეკეს, ყველა უკრაინელ მაღალჩინოსანს სახელმწიფო საკითხების განხილვისას სპეციალური დაცული კავშირის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
ეს იყო პროვოკაციების ორგანიზატორი რუსი სპეციალისტების მორიგი წარუმატებელი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი რაკეტმშენებელი საწარმოს დისკრედიტაციას. მსგავსი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად მსურს, ვურჩიო ყველა უკრაინელ მაღალჩინოსანს, სახელმწიფო საკითხების განხილვისას ყოველთვის გამოიყენონ ნაციონალური სპეცკავშირის საშუალებები, რომლებთანაც წვდომა რუს პროვოკატორებს არ აქვთ“, - წერს ტურჩინოვი.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა,  ამერიკულმა გამოცემამ The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის წარმატება, შესაძლოა, შავ ბაზარზე უკრაინულ ქარხანა იუჟმაშისძრავების შეძენის შემდეგ გახდა შესაძლებელი.