სამართალი
ადამიანების ეს ჯგუფი წლებია, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, მუდმივად ცდილობს, მოაწყოს პროვოკაციები! - დაჩი ცაგურია

    საქართველო. 17 აგვისტო, საქინფორმი.საქართველოს რკინიგზის გაფიცული თანამშრომლები უკვე მეორე დღეა, შიმშილობენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ აქციას პოლიტიკური ელფერი აქვს და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლებს იყენებენ, რათა წინასაარჩევნო პროვოკაციები მოაწყონ.
ეს ჯგუფი ადამიანების, წლებია, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, ცდილობს, მუდმივად მოაწყოს პროვოკაციები. იმის დროს, ცხადია, სიამის კატასავით ფეხებს უთობდა სააკაშვილს და მის გუნდს. მაშინ არასდროს არ გახსენებია მშრომელთა უფლებები და დღეს გულადი გახდა. ეს ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილი პეტრიაშვილის ჯგუფის მიერ, რომლებიც მუდმივად სიცრუეს ავრცელებენ“, - განაცხადა ცაგურიამ.
რკინიგზის თანამშრომლებმა გაფიცვა იმ მიზეზით დაიწყეს, რომ მათი სამუშაო ადგილი მარნეულში გადაიტანეს და სამსახური მათ სამგზავრო ხარჯებს არ უნაზღაურებს.