საზოგადოება
გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს 2500 ევროს გადაუხდის

    საქართველო. 17 აგვისტო, საქინფორმი. 2017 წლის მარტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას.
22.06.1941-08.05.1945 წწ. - აღნიშნულ პერიოდში გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ, ერთჯერადად მიიღონ კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით. გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებები ცდილობენ შესაძლო პოტენციური ადრესატების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რათა უფლებამოსილმა პირებმა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 30 სექტემბრამდე შეძლონ განცხადებით წარდგენა. დაზუსტებისთვის, განცხადებით მიმართვა მხოლოდ თავად დაზარალებულს ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შეუძლია. დაუშვებელია უფლების მესამე პირისთვის ან მემკვიდრეობით გადაცემა.