უცხოეთი
არეულობა ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში - ოფიციალური პირების კრიტიკის ობიექტი დონალდ ტრამპიც გახდა

    საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ორდღიანი არეულობის შემდეგ თეთრკანიანი ნაციონალისტების მარშის ორგანიზატორს შარლოტსვილის პოლიციის შენობასთან შეკრებილი ხალხი თავს დაესხა. დემონსტრანტები მას ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებდნენ. მოგვიანებით ჯეისონ კესლერმა ქალაქის მერიის შენობის წინ პრესკონფერენცია გამართა და პოლიციელები უმოქმედობაში დაადანაშაულა.
აქციის ორგანიზატორს ხალხმა პრესკონფერენციის დასრულება არ აცადა და, როდესაც მან ტერიტორიის დატოვება სცადა, უკან დაედევნა. კესლერითავდასხმისგან ამჯერად პოლიციელებმა გადაარჩინეს.გამოძიებას შაბათს მომხდარ შეტაკებებთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტი აწარმოებს. უკვე დაადგინეს ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა, რომელმაც აქციის დროს მომიტინგეებს მანქანა შეაჯახა. სამართალდამცველთა განცხადებით, ის ნაცისტური იდეოლოგიის აქტიური მხარდამჭერი იყო. მისმა ქმედებამ კი ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 30-მდე კი დაშავდა.
ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ სიძულვილის იდეოლოგიის მატარებელთა ადგილი ამერიკაში არ არის.
აქციები 130 ქალაქში გაიმართა. მათ შორის სიეტლშიც, სადაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა თეთრკანიანი ნაციონალისტების წინააღმდეგ.
არეულობის გამო, საზოგადოების და ოფიციალური პირების კრიტიკის ობიექტი დონალდ ტრამპიც გახდა.