სამართალი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურის - რიგითი შ.ლ-ს და კაპრალ ი.ბ-ს დაღუპვის გამო

    საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, როდესაც დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში ასევე დათხოვნაში მყოფი კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომლებიც  ამჟამად „არამიანცის“, ინგოროყვას და „ამტელის“ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა  ცენტრალური  გზიდან სათადარიგო გზაზე გადავიდა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ხეებს შეეჯახა.
მომხდარ ფაქტზე  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აწარმოებს.