აქტუალური
აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი მარკ მილი ვაზიანში გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა

    საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. IV მექანიზებული ბრიგადის შტაბში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან გამართულ შეხვედრაზე გენერლებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სტრუქტურების ორმხრივ თანამშრომლობას.
შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე  დაესწრნენ. აშშ-ის არმიის შტაბის უფროსს IV მექანიზებულ ბრიგადაში აშშ-ის ევროპული ძალების სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი ტიმოთი მაქგუაიერი და აშშ-ის მე-7 არმიის მეთაური ევროპაში, ბრიგადის გენერალი ანტონიო აგუტო ახლდნენ.
გენერალი მარკ მილი ვაზიანის სასროლეთზე გაემართა, მრავალეროვნული სწავლების ღირსეული პარტნიორი 2017“ სასწავლო უბნები მოინახულა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრა.