პუბლიკაციები
რუსი პრანკერები ვოვანი და ლექსუსი: მღებრიშვილმა კვირიკაშვილის სიტყვები გადმოგვცა - თუ შეიძლება, ეს ქვეშაჯვია არ გამოგვიგზავნოთ, დარჩეს მაწანწალად!

    საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი.  ვლადიმერ კუზნეცოვის და ალექსეი სტოლიაროვის თქმით, ისინი არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრნენ ტელეფონით, არამედ საქართველოს შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილსაც (ვიდეოს იხ. აქ). ამის შესახებ "პრანკერებმა" გამოცემა kp.ru-სთან ისაუბრეს.
"ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, ის ბათუმში ისვენებდა, თავი უკრაინის შს მინისტრად არსენ ავაკოვად წარვუდგინეთ. ვუთხარით, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი ჩამოდის და მზად ვართ, ის თბილისს გადავცეთ.
"ეს ადამიანი აქ, რა ჩემ *** გვჭირდება!“, - გვითხრა მინისტრმა, თუმცა განაცხადა, რომ ინფორმაციას პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან გადაამოწმებდა სჭირდებოდა თუ არა მას მიშა, მან გადმოგვცა შემდეგი სიტყვები: "თუ შეიძლება, ეს ქვეშაჯვია არ გამოგვიგზავნოთ. დარჩეს მაწანწალად!", - ჰყვება სტოლიაროვი.
მანამდე პრანკერებმა მიხეილ სააკაშვილთან ლაპარაკის აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნეს(ვიდეოს იხ. აქ). "მე წარვუდგინე თავი როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი ფილატოვმა და ვაწვდიდი მას სხვადასხვა ინფორმაციას. ვეუბნებოდი რა პირობები უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ სტატუსი დაიბრუნოს და ა.შ.", - აცხადებს პრანკერი.