პუბლიკაციები
“ვიცი რა მოყვება ამ ჩემს წერილს” – ნინო ჯღარკავას ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

    საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.
“ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს! გამარჯობათ ბატონო ბიძინა ,დიდი ხანია თავს ვიკავებ ასე საჯაროდ დამეწერა ბევრი რამ, თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ მტრის წისქვილზე არ დამესხა წყალი, ამასობაში კი გავიდა 5 საოცარი წელი ,მოყვრები მტრად გვექცა, მტერი მოყვარედ,თავს ვიკავებდი მხოლოდ იმიტომ,რომ ისევ არავის ეთქვა ვინმე ავალებსოო, დავალებებს კი ვინმეს საწინააღმდეგოდ ცუდად ვასრულებ, არ ვარ მართული, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ვარ რიგითი მოქალაქე, ვარ კანონონმორჩილი, იმაზე მეტ ტვირთს არ ავიღებ თავზე, რისი ზიდვაც არ შემიძლია.
არც სამშობლოსთვის მიღალატია და არც სახელმწიფო აზროვნება არ მეშლება! არც მინისტრებზე ჭორაობა მიყვარს და არც ქრთამის საფასურად ვინმეს გასვრა! ვინც მიყვარს მიყვარს და ეს სამუდამოა!
მიხაროდა, როცა თქვენს გვერდით ირაკლი ღარიბაშვილს ვხედავდი, მიხარია როცა გყავთ ასეთი ერთგული კაცი როგორიც ვახო გომელაურია, არ მომწონს, როცა დღეს კორუფციაზე ასე მომეტებულად საუბრობს ყველა, გლეხიც და საჯარო მოხელეც.
ხმამაღლა არავინ ბედავს თქვას, მაგრამ ჩუმად დამიჯერეთ ყველგან საუბრობენ იმაზე რომ ჯიბეების გასქელებაზეა გადასული უმრავლესობა, არიან ადამიანები ვისზეც ხმამაღლა ვერც მედია ბედავს საუბარს და ვერც ოპოზიცია, რადგან მათ ფულით ყავთ მოსყიდული უმრავლესობა!
ვერ გაგიმართლათ იმ ადამიანებმა, ვისზეც არჩევანი შეაჩერეთ, მინდა კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრო, ცუდია როცა რამდენიმე ცნობილი ღამის კლუბის უკან მაღალჩინოსნებს ასახელებენ, სადაც თავისუფლად იყიდება ნარკოტიკი, რომელიც ჩვენს შვილებს კლავს და წამლავს, ამას არავინ გვაპატიებს, ეს არც ნაცის მომავალია და არც ოცნების, თქვენს სახელს ამოფარებული ადამიანები აკეთებენ ამას, თორემ ჩემისთანას არც ღამის კლუბის და არც  სხვა ბიზნესების კეთების საშუალება არა აქვს!
ცუდია როცა 5 ათას ლარიანი ხელფასით მილიონიან ქონებას იძენენ, მერე მალავენ ალბათ გარკვეულ დრომდე, პატიოსანი და სინდისის მქონე ადამიანების დეფიციტია, 2012 წელს თავისუფლება მოგვეცით,ის რაც წინა რეჟიმის დროს არ ქონდათ ადამიანებს, დღეს დემოკრატიამ ისეთ საფუხურს მიაღწია, რომ საჯაროდ არ ერიდებიან გუშინდელი მხარდამჭერები დედის გინებას, ათას სიბინძურეს თქვენი და ხელისუფლების მისამართით.
თუ დააკვირდებით მხოლოდ იმ ადამიანებს ერჩიან, ვინც მართლა საქმეს აკეთებს და ქვეყანაზე ზრუნავს, თორემ არის რამდენიმე კაცი მის გვარს არავინ ახსენებს, ტაბუა დადებული, რადგან ისინი მართავენ სიბინძურეებს, ისინი მართავდნენ იმ ჭორებსაც რითიც ადრე გამარაგებდნენ.
პატიოსანი ადამიანების ჩასაძირად, დღეს ყველამ ყველაფერი დაინახა, ბევრ რამეს ვერ და არ დავაკონკრეტებ, რადგან არც მე ვარ ,კამიკაძე,,დონ კიხოტივით ქარის წისქვილებს ვერ შევეჭიდები, რადგან არც ზურგი მაქვს და არც ე .წ ,,პატრონი,,მყავს, თუმცა ყველაზე მეტად მე ვილანძღები მთავრობის დაცვის გამო.
ისინი კი, რომელთაც ეხებათ ის ტალახი მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას და მომხვეჭელობას, რადგან ჩემნაირი ერთგული ადამიანების კისერზე იდგა და დგას ყოველთვის ქვეყანა.
მე დღეს თითქმის ოცნების ყველა პატიოსანი წევრის სათქმელს ვამბობ, ვისაც ადარდებს ის 2012 წლის გამარჯვება მონაპოვარი, რაც თქვენი მეშვეობით მოვიპოვეთ, სამწუხაროდ გვარებს ვერ ვაკონკრეტებ, გყავთ თქვენ ინფორმაციის სწორი მომწოდებლებიც და უკეთესად იცით,.
უბრალოდ ერთი ვიცი ასე შორს ვერ წავალთ, ამის იქით უკვე აღარაფერია!არჩევნების მოგება არაა ქვეყნის მართვა, ისიც ვიცი რა მოყვება ამ ჩემს წერილს, მაგრამ თქვენ უნდა დაინტერესდეთ აუცილებლად, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც ერი გენდოთ და თუ დღეს ვინმე თავს იკავებს, ისევ თქვენს გამო!
მე კი ვერც ოპოზიციაში ყოფნას დამაბრალებს ვინმე, ვერც ნაცობას და ვერც მტრობას! ვარ და ვიქნები მუდამ იმ ,,ოცნების,,მხარდამჭერი,რომელ ოცნებასაც თქვენ ,ირაკლი ღარიბაშვილი ,კახი კალაძე და მათი გუნდი წარმოადგენდა!”– ნათქვამია ნინო ჯღარკავას წერილში.