პოლიტიკა
2008 წლის 11 აგვისტოს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მებრძოლებმა თავდადების შეუდარებელი მაგალითი აჩვენეს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

    საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. „2008 წლის 11 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც  გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე.
ამ დღეს მტერთან (გულისხმობს რუსეთს - რედ.)  უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მებრძოლებმა თავდადების შეუდარებელი მაგალითი აჩვენეს - მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან  და 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
მათი სახელებია -ლექსანდრე ონიანიემზარ წილოსანივეფხვია ჯიშკარიანიზვიად კაცაძეთეიმურაზ ბერიძე,
ილია გაბუნიაილია შეყლაშვილიირაკლი ჯანელიძეკახა კოშაძელევან მელქაძემარლენ ბარამიამიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძერომან ზოიძერუსლან წულაძეფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. ამ სახელებს დავიწყება არ უწერია.
ქედს ვიხრი მათი უკვდავი სულების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას“. 
გიორგი კვირიკაშვილი